გაკვეთილის მთავარი თემა
|
როგორ დავძლიო დისკრიმინაცია, რა არის ბულინგი
|
სწავლების საფეხური
|
საბაზო საფეხური-9 კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
15 მოსწავლე
|
გაკვეთლის მნიშვნელობა/აქტუალობა/
|
მოსწავლეები გაეცნონ დისკრიმინაციის დაძლევის გზებს და გაიაზრონ რა არის ბულინგი და როგორ აიცილონ თავიდან სასკოლო ძალადობის ეს სახე.
სავარჯიშოების საშუალებით ხელი შეუწყო მოსწავლეებს გამოიმუშაონ დიალოგის წარმართვის, აქტიური მოსმენის, ემპათიის( თანაგანცდის) უნარ-ჩვევები.
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
შედეგი მიღწეულია ,თუ მოსწავლე 1. განმარტავს ადამიანურ ღირსებას, მოჰყავს მაგალითები ცხოვრებიდან, მხატვრული ლიტერატურიდან მისი შელახვისა და დაცვის შესახებ. 2. თანაკლასელებთან ერთად შეუძლია გაითამაშოს სიტუაცია როდესაც ილახება ადამიანის ღირსება.
3 გამოხატავს სოლიდარობასა და თანაგრძნობას იმ ადამიანების მიმართ ვისაც ძალადობის საფრთხე ემუქრება.
4. მსჯელობს არაძალადობრივ ურთიერთობებზე, როგორც ფსიქიკური სიჯანსაღის მაჩვენებელზე.
|
წინარე ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან ტოლერანტული და არატოლერანტული ქცევების და მათი შედეგების შესახებ და. ბავშვთა უფლებათა კონვენცია. მოსწავლეს გააჩნია მოსმენისა და ვიდეოს გაგაების უნარი.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
| |
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
|
ფურცლები, მარკერი, კომპიუტერი, პროექტორი, დაფა, ცარცი, წიგნი, ფლივჩარტი.სლაიდი
|
გაკვეთილის მსვლელობა/ საკლასო მენეჯმენტი
|
v საორგანიზაციო საკითხები 2წთ.
A გამოწვევა 15წთ
მასწავლებელი გონებრივი იერიშის გამოყენებით ავსებს ასოციაციურ რუკას ( რა არის ძალადობა?)ასახელებენ ტოლერანტულ და არა ტოლერანტულქცევებს.
მინი ლექცია: მასწავლებელი აქცენტს აკეთებს ახალი მასალის ახსით, ბულინგის, როგორ სასკოლო დისკრიმინაციის ერთ-ერთ გავრცელებულ ფორმაზე. ვიყენებ წინასწარ მომზადებულ სლაიდებს და ნაწყვეტს კინოფილმიდან ,, ტბა’’.
B ფაზა შინაარსის რეალიზება 20წთ.
ჯგუფური მუშაობა: მოსწავლეებს მასწავლებელი ყოფს 3 ჯგუფად შერჩევითობის პრინციპით. 1 ჯგუფს ავალებს ნანახი ფილმიდან იმსჯელონ ღირსების შელახვის ფაქტებზე. 2 ჯგუფს. მოძალადის თვისებების გამოკვეთაზე. 3 ჯგუფს- გაიხსენონ იგავ-არაკები, ანდაზები სიტყვიერ დისკრიმინაციაზე და გაითამაშონ მსხვერპლისა და მოძალადის როლი.
მოსწავლეები აწყობენ პრეზენტაციას.
C ფაზა გამთლიანება 6 წთ.
მასწავლებელი
ახდენს დავალების შეჯამებას აკეთებს დასკნებს და მოსწავლეებთან ერთადვ სახავს ბულინგის დაძლევის გზებს.
|
საშინაო დავალება/ შეფასება
|
2 წთ.
აძლევს საშინაო დავალებას და შეფასების რუბრიკის საშუალებით აფასებს მოსწავლეებს.
|
Wednesday, May 31, 2017
როგორ დავძლიო დისკრიმინაცია, რა არის ბულინგი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment